ბრაქითერაპია წარმოადგენს შიდა რადიოთერაპიის მაღალტექნოლოგიურ ფორმას, რომელიც სიმსივნურ კერას დამიზნებით აწვდის მაღალი დოზის გამოსხივებას , შედეგად ამცირებს ჯანსაღი ქსოვილების დაზიანების რისკს.
Neolife-ის სამედიცინო ცენტრში ჩვენ გთავაზობთ პერსონალიზებულ ბრაქითერაპიის მკურნალობას უახლესი ტექნოლოგიებითა და მულტიდისციპლინური ექსპერტების თანადგომით — რაც უზრუნველყოფს ეფექტურ შედეგს ნაკლები გართულებებითა და სწრაფი რეაბილიტაციით.
ბრაქითერაპია არის სიმსივნისკენ მიმართული შიდა სხივური თერაპიის მეთოდი, რომელსაც იყენებენ როგორც დამოუკიდებლად, ისე გარე სხივური თერაპიასთან (EBRT) ან ქირურგიული ჩარევასთან ერთად კომბინაციაში. იგი განსაკუთრებით ეფექტურია ლოკალიზებული სიმსივნეების შემთხვევაში, როდესაც სიმსივნის მდებარეობა მკაფიოდ განსაზღვრული და ხელმისაწვდომია.
გავრცელებული სიმსივნეები , რომელსაც ვმკურნალობთ ბრაქითერაპიით:
ბრაქითერაპია იდეალურია მათთვის, ვისაც სურს მკურნალობა მინიმალური ინვაზიური მეთოდით, სიმსივნის ირგვლივ არსებული ჯამრთელი ქსოვილებისა და ორგანოების დაზიანების გარეშე .
Neolife-ის მიზანია უზრუნველყოს როგორც ეფექტური მკურნალობა, ისე პაციენტის უსაფრთხოება და კომფორტი. მკურნალობის სტრატეგიული გეგმა მოიცავს არა მხოლოდ დაავადებასთან ბრძოლას, არამედ პაციენტის ფსიქო-ემოციური ჯამრთელობის შენარჩუნებას. პაციენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ირჩევენ ნეოლაიფის სამედიცინო ცენტრს შემდეგი მიზეზების გამო:
თანამედროვე ბრაქითერაპიის ტექნოლოგია: ვიყენებთ მაღალი და დაბალი დოზის (HDR/LDR) სისტემებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ზუსტ, უსაფრთხო და კონტროლირებად რადიაციას.
ექსპერტთა გუნდი: ჩვენს რადიოონკოლოგებსა და სამედიცინო ფიზიკოსებს აქვთ დიდი გამოცდილება ბრაქითერაპიის მოწინავე მეთოდებში.
მინიმალურად ინვაზიური პროცედურა: რადიოაქტიური მასალის მოთავსება ხდება სიმსივნურ კერაში ან მასთან ახლოს , რაც საშუალებას გვაძლევს ვიმოქმედოთ უშუალოდ სიმსივნეზე, ირგვლივ მდებარე ქსოვილების შენარჩუნებით
ამბულატორიული ან მოკლევადიანი ჰოსპიტალიზაცია: პროცედურის დიდი ნაწილი სრულდება იმავე დღეს ან საჭიროებს მცირე დროს სტაციონარში.
საერთაშორისო პაციენტების სრული მხარდაჭერა: ენის მხარდაჭერა, მოგზაურობის ორგანიზება, ვიზის დახმარება, საცხოვრებლის შერჩევა და კოორდინაცია.
Neolife უზრუნველყოფს კომპლექსურ და მულტიდისციპლინურ მკურნალობას — მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისს, პაციენტის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის, კულტურული თავისებურებებისა და სხვა საჭიროებების განთვალისწინებით.
ბრაქითერაპიით მკურნალობის დაწყება Neolife-ში მარტივი, გამჭვირვალე და კომფორტულია.
მიიღეთ უფასო სამედიცინო შეფასება
ჩვენი ონკოლოგები 24–48 საათში შეაფასებენ თქვენს შემთხვევას და განსაზღვრავენ, შესაფერისი კანდიდატი ხართ თუ არა ბრაქითერაპიისთვის.
იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჯამრთელობის მდგომარეობა შეესაბამება ბრაქითერაპიულ მკურნალობას , მიიღებთ პერსონალიზებულ შეთავაზებას, რომელიც მოიცავს:
აღმოაჩინეთ მიზანმიმართული მაღალი ხარისხის ონკოლოგიური მკურნალობის ძალა.
დაუკავშირდით Neolife-ის სამედიცინო ცენტრს და გაიგეთ, არის თუ არა ბრაქითერაპია თქვენი შემთხვევისთვის შესაბამისი.