პერსონალიზებული ქიმიოთერაპიული მკურნალობა Neolife-ის სამედიცინო ცენტრში.

ქიმიოთერაპია რჩება კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ეფექტურ მეთოდად.

Neolife-ის  სამედიცინო ცენტრში ჩვენ გთავაზობთ თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ქიმიოთერაპიის პროტოკოლებს, რომლებიც ხორციელდება გამოცდილი ონკოლოგების მიერ უსაფრთხო, კომფორტულ და პაციენტზე ორიენტირებულ გარემოში.

ჩვენთან ჩამოდიან პაციენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა მიიღონ საერთაშორისო დონის მკურნალობა და სანდო  მხარდაჭერა.

ვისთვის არის განკუთვნილი ქიმიოთერაპია?

ქიმიოთერაპია არის კიბოს მკურნალობის ფართოდ გამოყენებული მეთოდი, რომელიც მოიცავს პრეპარატების გამოყენებას კიბოს უჯრედების დასაშლელად ან მათი ზრდის შესაჩერებლად. იგი გამოიყენება როგორც:

  • ადრეული სტადიის ავთვისებიანი სიმსივნის დროს — ოპერაციამდე (ნეოადიუვანტური) ან ოპერაციის შემდეგ (ადიუვანტური), რეციდივის რისკის შესამცირებლად
  • გავრცელებული/მეტასტაზური კიბოს დროს — სიმსივნის პროგრესირების კონტროლისთვის და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად
  • კომბინირებულ თერაპიაში — სხივურ თერაპიასთან, მიზანმიმართულ ან იმუნოთერაპიასთან ერთად

ქიმიოთერაპია აქტიურად გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა: ლიმფომები, ძუძუს, ფილტვის, კოლორექტალური ,საკვერცხის, პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნეები და სხვ.

ქიმიოთერაპიის დოზა, სქემა და მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურად შემუშავდება პაციენტის  დიაგნოზის, სტადიისა და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის მიხედვით.

ქიმიოთერაპია Neolife-ის სამედიცინო

Neolife-ში ქიმიოთერაპია მხოლოდ პროცედურა არ არის — ეს არის პაციენტისადმი მიმართული პერსონალიზებული ზრუნვის გზა.

 

რატომ გვირჩევენ პაციენტები:

  • გამოცდილი ონკოლოგების გუნდი
  • ინდივიდუალურად შერჩეული მკურნალობის სქემა
  • თანამედროვე საინფუზიო ცენტრები უსაფრთხო გარემო , 24/7 მედდის ზედამხედველობით
  • მხარდამჭერი თერაპიები — კვებითი კონსულტაცია, ფსიქოლოგიური დახმარება, ინტეგრაციული მეთოდები
  • საერთაშორისო პაციენტის სრული მხარდაჭერა — თარჯიმნის დახმარება, ვიზის და საცხოვრებლის ორგანიზება

Neolife -ის ქიმიოთერაპიული სერვისი ეფუძნება საერთაშორისო თანამედრო გაიდლაინებს,  იყენებს FDA- და EMA-ით აღიარებულ პროტოკოლებს, მულტიდისციპლინური მიდგომით.

როგორ ჩავერთოთ Neolife-ის ქიმიოთერაპიული მკურნალობის პროცესში?

ნეოლაიფში მკურნალობის დაწყება იოლია, მაშინაც კი, როდესაც გაქვთ უკვდე დასმული დიაგნოზი ან გჭირდებათ არსებული დიაგნოზის გადამოწმება. ინდივიდუალური მკურნალობის გეგმის მიღებისთვის თქვენ გჭირდებათ:

  1. გამოგზავნეთ თქვენი სამედიცინო დოკუმენტებ

    არსებული დიაგნოზი, სამედიცინო ისტორია,  ბიოფსიის პასუხი, რადიოლოგიური კვლევების დასკვნა  და ჩატარებული მკურნალობის ისტორია.

  2. მიიღეთ უფასო სამედიცინო შეფასებ

    ონკოლოგთა გუნდი 24–48 საათში მოგაწვდით თქვენი მდგომარეობის შესაბამის სამკურნალო გეგმას.

  3. მიიღეთ მკაფიო და დეტალური ხარჯთაღრიცხვ

    ქიმიოთერაპიის  ღირებულება, დამატებითი მომსახურების ხარჯი,  კონსულტაცა,

  4. დაგეგმეთ ვიზიტი თურქეთშ

    თურქეთში ვიზიტის განმავლობაში ნეოლაიფის საერთაშორისო პაციენტების დეპარტამენტი თქვენთვის უზრუნველყოფს თარჯიმანს, საცხოვრებელსა და უსაფრთხო გადაადგილებას ( აეროპორტის ტრანსფერი, შიდა ტრანსფერი.)

გადადგით პირველი ნაბიჯი ეფექტური კიბოს მკურნალობისკენ

დაუკავშირდით Neolife სამედიცინო ცენტრს დღესვე, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და დაიწყეთ თქვენი სამედიცინო მოგზაურობა ჩვენთან ერთად.