რა არის ქოლინ PET/CT ?
Choline PET/CT წარმოადგენს თანამედროვე ბირთვული მედიცინის სადიაგნოსტიკო მეთოდს, რომელიც ძირითადად გამოიყენება პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის.
კვლევის დროს პაციენტში შეჰყავთ რადიოაქტიური ქოლინი. ქოლინს პროსტატის სიმსივნის უჯრედი იყენებს მემბრანული გარსის წარმოქმნისთვის, რის გამოც ამ უჯრედების მიერ ქოლინის შეწოვა ხდება ჭარბად, კვლევის დროს რადიოაქტიური ქოლინი აითვისება პროსტატის სიმსივნური უჯრედების მიერ, შედეგად ხდება მათი ვიზუალიზაცია და ზუსტი დიაგნოზის დასმა.
ქოლინ PET/CT უზრუნველყოფს მთლიანი სხეულის გამოსახულებას მაღალი სიზუსტით, განსაკუთრებით იმ დაზიანებების გამოვლენისთვის, რომლებიც სხვა მეთოდებით შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს. შედეგები, როგორც წესი, მზად არის მომდევნო დღეს.
საერთაშორისო პაციენტებისთვის მზადდება ინგლისურენოვანი დასკვნა , პროცესი კი მიმდინარეობს ენის მხარდაჭერით.