igrt-

IGRT მკურნალობა Neolife სამედიცინო ცენტრში: IGRT რადიოთერაპია კიბოს უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობისთვის

Image-Guided Radiation Therapy (IGRT) — გამოსახულებით კონტროლირებადი რადიოთერაპია — წარმოადგენს რადიოთერაპიის მაღალტექნოლოგიურ მეთოდს, რომელიც გულისხმობს თერაპიის ჩატარებას რეალურ დროში რადიოლოგიური გამოსახულების მონიტორინგის ქვეშ , რათა მოხდეს სიმსივის მიზანმიმართული, დამიზნებითი დასხივება.

 

IGRT მნიშვნელოვნად ზრდის დასხივების სიზუსტეს, ამცირებს ჯანმრთელი ქსოვილების დაზიანების რისკს და განსაკუთრებით ეფექტურია იმ შემთხვევაში, როცა სიმსივნე მოძრაობს ან მდებარეობს კრიტიკულ ორგანოებთან ახლოს.

ვისთვის არის განკუთვნილი IGRT მკურნალობა?

IGRT საუკეთესო არჩევანია პეციენტისთვის ვისაც  სჭირდება მკურნალობის უკიდურესი სიზუსტე — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სიმსივნე მოძრაობს (მაგ., ფილტვებში ან მუცლის ღრუში) ან მდებარეობს კრიტიკული ორგანოების გვერდით.

თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ IGRT, თუ გაქვთ:

 

  • ფილტვის სიმსივნე — სუნთქვისას სიმსივნის გადაადგილების გამო
  • პროსტატის სიმსივნე— შარდის ბუშტისა და სწორი ნაწლავის ქსოვილების დასაცავად
  • თავისა და კისრის სიმსივნეები — სადაც რბილი ქსოვილები და ორგანოები ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა
  • ზურგის ტვინის სიმსივნე — ხერხემლის დაზიანების თავიდან ასაცილებლად
  • გინეკოლოგიური, აბდომინალური ან მენჯის სიმსივნეები — რომლებიც გადაადგილდება კუჭ-ნაწლავის ან შარდის ბუშტის შევსების მიხედვით
  • რეციდივული სიმსივნეები — ადრე დასხივებულ რეგიონებში ხელახალი მკურნალობის საჭიროების დროს

IGRT-ის უპირატესობები:

  • ზუსტი დამიზნებითი მკურნალობა
  • გვერდითი ეფექტებისა და გართულებების შემცირებული რისკი
  • რთულად მისადგომი და მოძრავი სიმსივნეების დროს მაღალი ეფექტიანობა.
  • პროცედურის ჩატარების დროს ანატომიური ცვლილებების გათვალისწინების შესაძლებლობა

IGRT შესაძლებელია გამოვიყენოთ, როგორც დამოუკიდებელი მეთოდი, ისე კომბინაციაში IMRT(ინტენსივ-მოდულირებული რადიოთერაპია), SBRT და სხვა მოწინავე რადიოთერაპიულ ტექნოლოგიებთან ერთად.

IGRT-ით მკურნალობა Neolife-ის სამედიცინო ცენტრში

Neolife სამედიცინო ცენტრის მიზანია უახლესი , მაღალი სიზუსტის რადიოთერაპიული მკურნალობის მიწოდება პაციენტისთვის, უსაფრთხოებისა და მაღალი ხარისხის სტანდარტების დაცვით.

ჩვენთან , IGRT მკურნალობას ატარებს მაღალკვალიფიციური, შესაბამისად გადამზადებული გუნდი . უახლესი პროტოკოლების დაცვით.

რატომ Neolife?

  • თანამედროვე რადიოთერაპიული ტექნიკა:  ჩვენი ხაზოვანი ამაჩქარებლები აღჭურვილია ჩაშენებული გამოსახულების სისტემებით, მათ შორის კონუსისებური სხივური კომპიუტერული ტომოგრაფია (CBCT) — სიმსივნის ვიზუალიზაციისთვის
  • გამოცდილი რადიოონკოლოგების გუნდი: ჩვენი სერტიფიცირებული რადიოონკოლოგები და მედიცინის ფიზიკოსები ინდივიდუალურად ამზადებენ და საჭიროებისამებრ ამოწმებენ მკურნალობის გეგმას.
  • პერსონალიზებული მკურნალობის დაგეგმვა: ყოველი პაციენტის მკურნალობა ითვლება მისი უნიკალური ანატომიისა და სიმსივნის მახასიათებლების გათვალისწინებით.
  • ყოველდღიური გამოსახულება: მკურნალობის თითოეულ სესიამდე ხდება სიმსივნის პოზიციის გადამოწმება და საჭიროებისამებრ, მკურნალობის პროცესის  მიკრო ცვლილებები .
  • კომფორტზე ორიენტირებული მიდგომა: პროცედურები ტარდება ამბულატორიულ რეჟიმში. არაინვაზიურია მეთოდით. პაციენტს ემსახურება ყურადღებიანი, კვალიფიცური გუნდი.
  • საერთაშორისო პაციენტების სრული მხარდაჭერა: ვიზის, ტრანსფერის, საცხოვრებლისა და თარჯიმნის მომსახურება — ყველაფერი ერთ სივრცეში.

Neolife აერთიანებს კლინიკურ სიზუსტესა და ემპათიურ ზრუნვას — პაციენტებისთვის უსაფრთხო, საიმედო და მხარდამჭერი გარემოს შესაქმნელად.

როგორ დავიწყოთ IGRT მკურნალობა Neolife სამედიცინო ცენტრში?

საერთაშორისო პაციენტებისთვის  ეს პროცესი მაქსიმალურად მარტივი და გამჭვირვალეა.

 

  1. გამოგვიგზავნეთ სამედიცინო დოკუმენტებ
    დიაგნოზი, პათოლოგიის (მორფოლოგია/ციტოლოგია) დასკვნა,  ბოლო რადიოლოგიური კვლევები (CT, MRI, PET/CT), მკურნალობის ისტორია (ფორმა-100).
  2. უფასო სამედიცინო შეფასებ
    რადიო-ონკოლოგიის გუნდი 24–48 საათში შეაფასებს შემთხვევას და დაადგენს, შეესაბამებით თუ არა IGRT-ით მკურნალობას
  3. მიიღეთ პერსონალური მკურნალობის შეთავაზებ
    თუ IGRT თქვენთვის შესაფერისია, მიიღებთ:
    1. o დეტალურ მკურნალობის გეგმას
    2. o სესიების რაოდენობასა და ხანგრძლივობას
    3. o მკაფიო ხარჯთაღრიცხვას (მკურნალობა, კვლევები, კონსულტაციები)
    4. o რეკოდემნდაციებს მკურნალობამდე და მას შემდეგ.

 

     4.დაგეგმეთ ვიზიტი თურქეთშ
ჩვენი საერთაშორისო დეპარტამენტი დაგეხმარებათ:

  • o ვიზასა და მგზავრობის დაგეგმვაში
  • o სასტუმროს დაჯავშნასა და
  • აეროპორტიდან უსაფრთხო ტრანსპორტირებაში
  • o თარჯიმნობასა და კლინიკაში ყველა სხვა ადმინისტრაციული ეტაპის კოორდინაციაში.