ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობის მეთოდები , ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად განვითარდა და დღეს უკვე, თანამედროვე თერაპიები არის ზუსტი, უსაფრთო და ბევრად ეფექტური. მათგან ერთ-ერთი, IMRT (ინტენსივობით მოდულირებული სხივური) თერაპია წარმოადგენს რადიოთერაპიის ერთ-ერთ თანამედროვე, კარგად განვითარებულ თერაპიას. სტამბოლში მდებარე Neolife Medical Center პაციენტებს სთავაზობს უახლეს IMRT ტექნოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის, ინდივიდუალურად მორგებულ ონკოლოგიურ მკურნალობას.
IMRT არის რადიოთერაპიის სპეციალიზებული მეთოდი, რომელიც იყენებს თანამედროვე ალგორითმისა და გამოსახულების მეთოდს სიმსივნის უჯრედზე ზუსტი დამიზნებითა და სათანადო დოზით რადიაციული ზემოქმედებისათვის. შედეგად ირგვლივ მდებარე ჯამრთელი ქსოვილების დაზიანების რისკი მინიმუმამდეა დასული. ეს მეთოდი განსაკუთრებით სასარგებლოა :
ჯანმრთელი ქსოვილების მაქსიმალური დაცვითა და არასასურველი გვერდითი ეფექტების შემცირების შესაძლებლობით, IMRT მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტების ცხოვრების ხარისხს როგორც მკურნალობის პერიოდში, ასევე მის დასრულების შემდეგ.
ნეოლაიფის სამედიცინო ცენტრი სპეციალიზებულია თანამედროვე ონკოლოგიური მკურნალობისთვის საჭირო ყველა ნაწილში, ხოლო IMRT თერაპია ჩვენი რადიოთერაპიის ერთ-ერთი ძირითადი და უმნიშვნელოვანესი საყრდენი მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პაციენტები ჩვენ გვირჩევენ:
მაღალტექნოლოგიური დეპარტამენტები: მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისთვის ჩვენი რადიოთერაპიის დეპარტამენტი იყენებს უახლეს გამოსახულებაზე- დაფუძნებულ რადიოთერაპიასთან (IGRT) ინტეგრირებულ IMRT სისტემებს.
მრავალდისციპლინარული ექსპერტიზა: ჩვენი გუნდი მოიცავს გამოცდილ რადიაციულ ონკოლოგებს , სამედიცინო ფიზიკოსებსა და ონკოლოგიის დეპარტამენტის ექთნებს, რომლებიც ერთად მუშაობენ ინდივიდუალური , პაციენტზე მორგებული მკურნალობის გეგმის შემუშავებასა და განორციელებისთვის.
საერთაშორისო პაციენტების მხარდაჭერა: საერთაშორისო პაციენტებს ვთავაზობთ სრულ მხარდაჭერას მათ შორის: ექიმთან კოსნულტაციის, მკურნალობის დაგეგმვისა და მოგზაურობასთან ასოცირებულ საკითხებში სრულ კოორდინაციას.
სრულყოფილი ონკოლოგიური მომსახურება : IMRT-სთან ერთად გთავაზობთ ქიმიოთერაპიის, რადიოქირურგიის , ბირთვული მედიცინისა და სხვა თანამედროვე დიაგნოსტიკის მეთოდებს , რაც უზრუნველჰყოფს სრულ ონკოლოგიურ მკურნალობას ერთ სივრცეში.
Neolife Medical Center-ში თითოეული პაციენტისთვის იქმენა ინდივიდუალური სამკურნალო გეგმა ,რომელიც მიზნად ისახავს საუკეთესო შედეგს მინიმალური გვერდითი ეფექტით.
IMRT მკურნალობის დაწყება Neolife სამედიცინო ცენტრში მარტივი და პირდაპირი პროცესია:
დაგვიკავშირდით დღეს, რათა გაიგოთ მეტი და მიიღოთ ინდივიდუალური IMRT მკურნალობის შესაძლებლობაზე. ჩვენი გუნდი მზადაა მარდაჭერისთვის პროცესის ყველა ეტაპზე.