FDG პოზიტრონულ ემისიური ტომოგრაფია PET/CT (FDG) არის ბირთვული მედიცინის თანამედროვე სადიაგნოსტიკო მეთოდი, რომელიც გამოიყენება კიბოს უჯრედებში მიმდინარე მეტაბოლური აქტივობის გამოსაკვლევად. პაციენტის ორგანიზმში შეჰყავთ რადიოაქტიური გლუკოზა (FDG), შედეგად ხდება ვიზუალიზაცია იმ მიდამოების ,სადაც მაღალია გლუკოზის მოხმარება. სიმსივნური უჯრედები FDG-ის ინტენსიურად შთანთქავენ, რაც მათ გამოსახულებაზე გამოკვეთას იწვევს.
PET/CT უზრუნველყოფს მთელი სხეულის ვიზუალიზაციას და ზრდის დიაგნოსტიკურ სიზუსტეს. შედეგების მიღება ჩვეულებრივ შესაძლებელია მეორე დღეს. საერთაშორისო პაციენტებისთვის მზადდება სპეციალური ინგლისური ენის ანგარიშები და პროცესის მართვა ენობრივი მხარდაჭერით.